
პროექტის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია "გარემო და განვითარება" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხელს უწყობს საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას. არსებული ინიციატივა წარმოადგენს მდგრადი სატყეო მართვის მიდგომების დანერგვის საქმიანობას, რომელიც დაიწყო 2013 წელს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის მიღებით და 2020 წელს ახალი სატყეო კოდექსის დამტკიცებით. პროექტის მიზანი იყო საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ მკაფიო სახელმძღვანელოები და სტანდარტები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს დასახლებებში უფრო ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს შექმნას.


