ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია "გარემო და განვითარება" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხელს უწყობს საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას. არსებული ინიციატივა წარმოადგენს მდგრადი სატყეო მართვის მიდგომების დანერგვის საქმიანობას, რომელიც დაიწყო 2013 წელს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის მიღებით და 2020 წელს ახალი სატყეო კოდექსის დამტკიცებით.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონმდებლობით დაინერგა მონაწილეობითი სატყეო მართვა და ადგილობრივი ტყეების თვითმმართველობების მიერ მართვის შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტების ურბანულ არეალებში არსებული მწვანე და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის და მართვის საკითხები კვლავ დაურეგულირებელი რჩებოდა, მუნიციპალიტეტებს არ გააჩნდათ ლანდშაფტური დიზაინის, ურბანული გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების მდგრადი მართვის მკაფიო წესები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ “გარემო და განვითარება” შეიქმნა ონლაინ პორტალი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ საშუალება გაეცნონ სასწავლო და საინფორმაციო მასალებს და დანერგონ მწვანე და რეკრეაციული სივრცეების მართვის სტანდარტები ადგილობრივ დონეზე.

პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ
პროექტის მიზანი იყო საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ მკაფიო სახელმძღვანელოები და სტანდარტები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს დასახლებებში უფრო ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს შექმნას. პროექტმა უზრუნველყო საჭირო პრაქტიკული დოკუმენტების მომზადება, რომ მუნიციპალიტეტებმა უკეთ მართონ და შეინარჩუნონ როგორც არსებული ასევე ახალი მწვანე სივრცეები.