EU STANDARDS
ევროპული ხეების მოვლის სტანდარტები მოიცავს ტექნიკურ პროცედურებს, რომლებიც გამოიყენება ხეების დარგვის, გასხვლისა და გამაგრებისას. წარმოდგენილ დოკუმენტში გაეცნობით თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ ხეების ჯანმრთელი ზრდა, გრძელვადიანი სიცოცხლე და სტაბილურობა. დარგვის სტანდარტი აღწერს საუკეთესო მეთოდებს ხეების სწორად გაშენებისთვის, გასხვლის სტანდარტი ეხება უსაფრთხო და ეფექტურ ფორმირებას, ხოლო კაბელირებისა და დამაგრების სტანდარტი მიზნად ისახავს ხეების სტრუქტურულ გამაგრებას. ეს სტანდარტები შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს პროფესიონალებისთვის ხეების მოვლა და ხელი შეუწყოს გამწვანებული გარემოს განვითარებას მთელ ევროპაში.


